© 2026 Linea Patient Safety Hub

თქვენი ხმა ცვლილებების დასაწყისია!

Linea Portal [ანონიმური პორტალი] - პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებს და კანონიერ წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ სამედიცინო შეცდომები. ერთად შევქმნათ უფრო უსაფრთხო ჯანდაცვის სისტემა!

ანონიმური და დაცული 10 წუთი შეგიძლიათ შეავსოთ კითხვარი თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
საილუსტრაციო მაგალითი ნიმუში

🚑 „ჩემი შვილი მაღალი სიცხით გადაუდებელ განყოფილებაში მივიყვანეთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა უარესდებოდა, დახმარების მოლოდინში საათები გავატარეთ''…

ოჯახის წევრი · ქალი 30-35 წლის ქალი
პორტალის მონაცემები
—
სულ რეპორტი
—
ამ კვარტალში
—
ბოლო 30 დღე
1 / 10
📊 მსოფლიოში ყოველი მე-10 პაციენტი სამედიცინო დახმარებისას ზიანდება, ხშირად ამის მიზეზი თავიდან აცილებადი სამედიცინო შეცდომაა.
📖 წყარო: WHO, Global Patient Safety Action Plan 2021–2030
რატომ ჩვენ?

🗣️ ხმა, რომელიც ხშირად იკარგება

ყოველი გამოცდილება მნიშვნელოვანია. თქვენს მიერ ანონიმურად გაზიარებული ინფორმაცია გვეხმარება სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებაში, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.

Linea Portal უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციის ანონიმურობას. თითოეული მონაცემი დაცულია და გამოიყენება მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

რას გთავაზობთ

ჩვენ

შეავსეთ ფორმა! თქვენი გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან ის რეალურ ცვლილებებს უწყობს ხელს!

🔒 ანონიმურობა

პორტალი არ ითხოვს თქვენს სახელს და არ ინახავს IP მისამართს. გთხოვთ, ტექსტში არ მიუთითოთ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. ტექნიკური მონაცემები მუშავდება მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის შესაბამისად.

🛡️ მონაცემების უსაფრთხო და კონფიდენციალური დამუშავება

თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია დაცულია და გამოიყენება მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ანალიზის მიზნით.

📊 სისტემური გაუმჯობესება

ვაანალიზებთ შეჯამებულ მონაცემებს, ვავლენთ სისტემურ პრობლემებს და ვამზადებთ რეკომენდაციებს პაციენტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. კვარტალურად ვაქვეყნებთ ანგარიშებს ძირითადი ტენდენციებისა და მიგნებების შესახებ.

⚠️ კრიტიკული შემთხვევების იდენტიფიცირება

პორტალი ავტომატურად ამოიცნობს მაღალი რისკის შემთხვევებს, რათა შესაძლებელი იყოს მათი დროული შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

სამი ნაბიჯი

როგორ მუშაობს პორტალი?

⏱️ 10 წუთი საკმარისია თქვენი გამოცდილების გასაზიარებლად, რითაც დაგვეხმარებით ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში 🔹

შეავსეთ კითხვარი

აღწერეთ მომხდარი შემთხვევა და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ფორმის შევსებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. შეგიძლიათ გამოტოვოთ ნებისმიერი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემა არ გსურთ.

თქვენი გამოცდილება რეალურ ცვლილებებს ქმნის 🔹

თქვენს ტექსტს გუნდი განიხილავს

გთხოვთ, ტექსტში არ მიუთითოთ სახელები ან მისამართები — ავტომატური ამოშლა არ ხდება. ანგარიშებში თქვენი ხმა აგრეგირებული მონაცემის სახით მონაწილეობს.

🤖 თქვენი ინფორმაცია მუშავდება და ანალიზდება · 24–72 საათში

მონაცემების ანალიზი

პორტალი ამუშავებს მონაცემებს, აანალიზებს ტენდენციებს, ხოლო ჩვენი გუნდი ამზადებს რეკომენდაციებს.

📊 კვარტალური ანგარიში · საჯარო
უსაფრთხოება

თქვენი ხმა ცვლის სისტემას!

ჩვენ ვიცით, რომ სამედიცინო შეცდომებზე საუბარი ადვილი არ არის.

  • IP მისამართი არ ინახება და მოწყობილობის ციფრული ანაბეჭდი (fingerprint) არ იქმნება.
  • გთხოვთ, ტექსტში არ მიუთითოთ სახელები ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. ტექსტები ავტომატურად არ სუფთავდება — მათ გუნდი განიხილავს.
  • საჯარო ანგარიშებში სამედიცინო დაწესებულების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
  • კოდით შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი რეპორტი.
დაცულობა თქვენი მონაცემები დაცულია თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიებით.
მონაცემები გადაიცემა დაშიფრული კავშირით (TLS) და ინახება წვდომის კონტროლით: მათ მხოლოდ უფლებამოსილი გუნდის წევრები ხედავენ.
კითხვა-პასუხი

ხშირად დასმული შეკითხვები:

ვის აქვს წვდომა ჩემს ანგარიშზე ?

Linea Portal არ ითხოვს თქვენს სახელს ან საკონტაქტო მონაცემებს. პლატფორმა ამუშავებს ჯამურ მონაცემებს, რომელიც გამოიყენება ანგარიშების და ანალიტიკის მოსამზადებლად.

შემიძლია გამოვიყენო ეს ანგარიში სასამართლოში?

Linea Portal პლატფორმის მიზანია სისტემის გაუმჯობესება.

რა ხდება მაშინ, თუ კრიტიკულ შემთხვევას ვაფიქსირებ?

ჩვენი სისტემა ავტომატურად ცნობს ESCALATION TRIGGERS — კრიტიკულ მომენტებს. კრიტიკული შემთხვევები გადადის განხილვის რეჟიმში და, საჭიროების შემთხვევაში, რეგულატორებთან გადამისამართდება.

შემიძლია წავშალო ჩემს მიერ შევსებული მონაცემები?

რეპორტის რედაქტირება შეუძლებელია, თუმცა თქვენი კოდით (ფორმატი: xxxxxxxx-xxxx-xxxx-xxxx-xxxxxxxxxxxx) შეგიძლიათ გააუქმოთ იგი. გაუქმებისას თქვენი ტექსტები იშლება და რეპორტი აღარ მონაწილეობს სტატისტიკაში.

რეპორტის გაუქმება →

რომელ ენაზეა პორტალი ხელმისაწვდომი?

ამჟამად ქართულ ენაზე,მომავალში კი ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ვინ აფინანსებს Linea Portal-ს?

IHT დამოუკიდებელი არასმთავრობო ორგანიზაციაა. ჩვენი ფინანსური საქმიანობა გამჭირვალეა, ხოლო კვლევების და ანალიზის შედეგებზე დონორები ვერ ახდენენ გავლენას.

მზად ხართ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება?

10 წუთი — თქვენი გამოცდილების გაზიარება უკეთეს ჯანდაცვას ქმნის.

დაიწყეთ შემთხვევის დაფიქსირება